skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას გეგმავს

 „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას გეგმავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს, ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას „ქართული ოცნება“ ასევე დააინიცირებს FARA-ს ამერიკულ კანონს, რომელიც, პარტიის თქმით, მისი „ზუსტი ასლი“ იქნება, „მედიის კანონს“, რომელიც პარტიის თქმით, ბრიტანული მოდელის გათვალისწინების იქნება მიღებული და სხვა კანონპროექტებს, მათ შორის ნარკოტიკების, უცხოური გრანტების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და საჯარო სექტორის შესახებ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტი კანონპროექტების მიღებას მომდევნო თვეებში აპირებს. მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესს თვენახევარი დასჭირდება და ისინი დაჩქარებული წესით არ იქნება მიღებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button