
ულტრამემარჯვენე „კონსერვატორებმა საქართველოსთვის“ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ აქცია გამართეს
ულტრამემარჯვენე პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა 7 დეკემბერს პარლამენტის წინ აქცია გამართეს, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მათ საქართველოში დაგეგმილი არაბული ინვესტიცია გააპროტესტეს, რომელსაც, მათი თქმით, ქვეყანაში ორი „არაბული ქალაქის“ მშენებლობა მოყვება.
არაბული კომპანია „იგლ ჰილსი“ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმებით თბილისსა და გონიოში ორი გიგანტური პროექტის განხორციელებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, კომპანია 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
„თუ გვეყოფა იმის შინაგანი ძალა და დისციპლინა, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე გავიტანოთ, საქართველოში აღარ იქნება პრიორიტეტი უცხოტომელი და დადგება ის დრო, როცა ვიტყვით, რომ საქართველო ქართველების საცხოვრებელი, ქართველების გასახარი, ქართველების გასამრავლებელი და ქართველების ღირსეულად საცხოვრებელი ადგილია“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ აქციაზე გამოსვლისას.
This post is also available in: English