
აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვს ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 12 თებერვალს სამი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ექვს დეპუტატს უფლებამოსილებები ვადამდე შეუწყვიტა.
მათ თავად მოითხოვეს მანდატების შეწყვეტა, ვინაიდან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. ნაციონალური მოძრაობა უმაღლეს საბჭოში ოთხი დეპუტატით იყო წარმოდგენილი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ კი თითო მანდატით.
კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ორი მანდატი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ პარტია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მისი დეპუტატები საბჭოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ, ისინი მანდატების გაუქმებას არ აპირებენ.
აჭარის უმაღლესი საბჭო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ცამეტი წევრით იქნება წარმოდგენილი.
გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სამი ოპოზიციური კოალიციიდან უფლებამოსილებები შეუწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/11/2024 – აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიმართა
- 25/11/2024 – ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვების მიუხედავად, პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)