
კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულაში“ დარჩენილ 26%-იან წილს თმობს
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამფლობელი დავით კეზერაშვილი არხის გენერალურ დირექტორს ზურაბ გუმბარიძეს კომპანიის წილების 26%-ს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცემს. გუმბარიძე ტელეკომპანიის 12,25%-იანი წილის მფლობელიცაა.
7 თებერვალს ზურაბ გუმბარიძემ საჯარო რეესტრს მიმართა „ფორმულას“ საკუთრებაში ცვლილების დასარეგისტრირებლად. საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულა“-ს წილები შემდეგნაირად გადანაწილდება:
ზურაბ გუმბარიძე – 38,25%; „თავისუფლების ფორმულა – 25%, მიხეილ მშვილდაძე – 12,25%; ირაკლი საღინაძე – 12,25%; ; გიორგი ლიფონავა – 12,25%.
ოპოზიციური ტელევიზია თანხების მობილიზებისთვის იბრძვის. გასული წლის თებერვალში მან უკვე შეწყვიტა გასართობი პროგრამები და მთელი ყურადღება ახალი ამბებისა და ანალიზისკენ მიმართა. მას ასევე მოუწია თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება.
ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბერს დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა და ოპოზიციურ არხებს „ფორმულას“ და „მთავარ არხს“ შეუერთდა.
2023 წელს კეზერაშვილმა განაცხადა, რომ უარს იტყოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ კონტროლზე და მის მფლობელობაში არსებული 51%-იანი საკონტროლო პაკეტის 25%-ი სიმბოლურ 1 ლარად გადასცა ტელევიზიის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს. მან პირობა დადო, რომ დარჩენილი წილი სრულად გადაეცემოდა მათ „ოლიგარქიული მმართველობის“ დასრულების შემდეგ.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/03/2024 – სასამართლო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ოპერატორის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა
- 04/10/2023 – მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
- 18/04/2023 – კეზერაშვილი BBC-ის გამოძიების ბრალდებებს უარყოფს და „ფორმულაში“ საკუთარი წილის დათმობაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)