skip to content
ახალი ამბები

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელ და ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ, ნიკოლოზ გუგეშაშვილს 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „სამოქალაქო საქართველოს“ მშვილდაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.

გუგეშაშვილი მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს ქუჩაში დაესხა თავს და სახეში ჩაარტყა. იგი სამართალდამცავებმა მეორე დღეს დააკავეს.

თავდასხმის შემდეგ თავად მშვილდაძემ განაცხადა, რომ ძალადობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი და რომ თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ყოფილიყო.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და თავდასხმის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება მოიპოვეს, რამაც ინციდენტის ადგილას სპეცსამსახურების წარმომადგენლების ყოფნა და თავდასხმაში მათი პოტენციური მონაწილეობა გამოავლინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ გიორგი მუმლაძე, რომელიც მშვილდაძეზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოშიო ჩანს, მათი თანამშრომელია, თუმცა თავდასხმასთან მისი კავშირი უარყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button