skip to content
ახალი ამბები

სასამართლო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ოპერატორის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 მარტს დაადგინა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაწყვეტილება ოპერატორის გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა. ამის თაობაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი იტყობინება, რომელიც სასამართლოში ჯიბღაშვილის ინტერესებს იცავდა.

2023 წლის 3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულადან“ საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლეს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოთხოვით 31 იანვრიდან გაფიცულები იყვნენ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მოგვიანებით, ტელეკომპანიამ შეთანხმებას მიაღწია და სამსახურში აღადგინა ოპერატორების ნაწილი. თუმცა, „ფორმულამ“ უარი განაცხადა გიორგი ჯიბღაშვილის აღდგენაზე, რამაც „გაფიცვის პროცესში აქტიურობის დასჯის ფორმა მიიღო“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button