skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქციებთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში 20 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან სანქციების დაკისრების გამო და განმარტა, რომ „მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას“.

ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა „დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button