skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის შენობაში მუშაობა კიდევ ერთ კრიტიკულ ჟურნალისტს აეკრძალა

„ხალხის ძალის“ ლიდერის, დეპუტატ სოზარ სუბარის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური ტელეკომპანია „პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა ერთი თვით, 3 ივლისამდე აუკრძალა. მას აკრედიტაცია იმიტომ შეუჩერდა, რომ დეპუტატის უარის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერას მაინც განაგრძობდა.

რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში მუშაობა ასევე აეკრძალა ორ ჟურნალისტს ოპოზიციური ტელეკომპანიებიდან „მთავარი არხი“ და „ფორმულა“. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მათი აკრედიტაციის შეჩერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მისი უარის მიუხედავად, ჟურნალისტები მაინც ითხოვდნენ მისგან კითხვებზე პასუხის გაცემას.

აკრძალვები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის თებერვალში ბრძანება გამოსცა საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციისა და ქცევის წესების შესახებ. წესები ავალდებულებს ჟურნალისტებს, რომ პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში შეწყვიტონ ინტერვიუ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button