skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლისას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან ლოხიშვილი დაიღუპა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 21 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის მახლობლად რუსეთის თავდასხმას ემსხვერპლა.  

ქართველი მებრძოლის დაღუპვის გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 60 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button