skip to content
ახალი ამბები

ბრიფინგზე, სადაც საქართველოს რუკა სავარაუდოდ ოკუპირებული რეგიონების გარეშე იყო წარმოდგენილი, პაპუაშვილმა „დეზინფორმაციაზე“ ისაუბრა

4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ „დეზინფორმაციის“ გავრცელებაზე ისაუბრა. თუმცა, ბრიფინგმა არა იმდენად შინაარსით მიიპყრო ყურადღება, არამედ იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უკან გამოსახულ საქართველოს რუკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიების დანახვა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები არ ჩატარებულა, ოფიციალური რუკიდან სახელმწიფო მოხელეის ბრიფინგზე მათმა წაშლამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაუყონებლივ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მკრთალი ფერებით იყო ნაჩვენები, რაც, მისი თქმით, კამერებმა ვერ აღიქვეს.

„უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა“, – დაწერა მდინარაძემ „ფეისბუქზე“. მისი თქმით, ბრიფინგზე დამსწრე ჟურნალისტებს გადაეცათ პრეზენტაცია, სადაც ნახავდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო გამოტოვებული ოფიციალური რუკიდან, მაგრამ თითქმის თეთრი, ძალიან მკრთალი ფერებით იყო ნაჩვენები.

ბრიფინგიპარლამენტის თავმჯდომარე არჩევნებთან დაკავშირებულდეზინფორმაციასუარყოფს

რაც შეეხება ბრიფინგის შინაარსს, შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა ადგილობრივი სსო-ების, ოპოზიციისა და პრეზიდენტის პრეტენზიები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს ბრალდებები, რომლებიც მან უარყო, მოიცავს ხმის ფარულობის დარღვევას, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა მობილიზების მცდელობებს და ზოგიერთ რეგიონში უჩვეულოდ მაღალ აქტივობას.

პაპუაშვილმა უარყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წუხილები. ორგანიზაციამ უკვე შეიტანა საჩივრები ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, სადაც კენჭისყრა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, იმ მოტივით, რომ ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული.

პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა არჩევნები პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუვასა და მოლდოვაში, სადაც, მისი მტკიცებით, ბიულეტენები არ იყო გახვეული სპეციალურ ქაღალდში და ასევე ნახევრად გამჭვირვალე საარჩევნო ყუთები იყო. მისი თქმით, საია ამ საკითხს საბაბად იყენებს, რათა ქართველ ხალხს არჩევნები წაართვას. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს „პოლიტიკური მიზნები“ აქვთ და მათი დონორები გააკრიტიკა. „მე ეს არაერთხელ ვთქვი, ეს უკვე აღარ არის პრობლემა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ეს არის პრობლემა იმ დონორების, რომლებიც ამ თაღლითურ დასკვნების შესაძლებლობას აძლევენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციულად ცდილობენ წაართვან არჩევანი ქართველ ხალხს. ამიტომ დონორების პასუხისმგებლობა არის და ვეღარ გაექცევიან ამჯერად ამ პასუხისმგებლობას და მინდა, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ მათი ფულით ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იგი ასევე შეეხო ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტია ახდენდა ამომრჩევლის მობილიზებას უკანონო გზით, აგროვებდა მათ პერსონალურ მონაცემებს და იყენებდა როგორც ბერკეტს მათი იძულებისთვის, რომ ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ. პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა NDI-ისა და IRI-ის სახელმძღვანელო პრინციპებზე იმის შესახებ, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ პარტიებს ამომრჩევლებთან და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დაურღვევია რაიმე წესი და ნამდვილი კამპანია ჩაატარა თავისი მხარდამჭერების მობილიზებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონებში ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი აქტივობის თაობაზე, სადაც მმართველმა პარტიამ დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, ვრცლად ისაუბრა მის მიერ თითოეულ რეგიონში დანიშნულ „დელეგატებზე“ და ოპოზიცია იმაში დაადანაშაულა, რომ მან რეგიონებში ხალხთან კომუნიკაცია ვერ მოახერხა.

„სინამდვილეში ის კომპლექსური სქემა, რაზეც ისინი საუბრობდნენ არის ძალიან მარტივი. ამ სქემას ჰქვია დემოკრატია და ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი მხარს არ დაგიჭერს, თუ ხალხთან არ მიხვალ,  რა თქმა უნდა, შენ იქ არ გექნება არანაირი შანსი, რომ გქონდეს კარგი შედეგები და მეორე, ამ არჩევნებზე, ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, განსაკუთრებით, ოპოზიციაში,  ამ არჩევნებში ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ერთ რამეს ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი და ამ ადგილას უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯრომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button