skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: 2024 წლის სექტემბერში მშპ 8.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.3%-ით გაიზარდა.

2024 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება; ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში

„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-სექტემბრის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button