skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის თაობაზე და აცხადებს, რომ „ახლახანს ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბაღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით“. აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გამჭვირვალედ გამოიძოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა“.

„საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყონებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“ და მოუწოდებს „ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button