
სენატორები: საქართველოს ხელისუფლება TI საქართველოს დირექტორს არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებზე მოხსენების გამო სჯის
ამერიკელმა სენატორებმა „არაკეთილსინდისიერი“ უწოდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის „დასჯას“ იმის გამო, რომ ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებზე მოხსენებით წარსდგა.
სენატორების განცხადებას წინ უძღოდა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ ცნობილ იქნენ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ და მათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ მოახლოებული არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიების მომზადებაში, თუმცა საარჩევნო მარათონის მონაწილენი არ არიან. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას“, – ნათქვამია ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშის, ბენ კარდინის, ჯინ შაჰინისა და პიტ რიკეტსის მიერ 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
სენატორები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეკა გიგაურის სენატში მოხსენებით გამოსვლას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანში ამოღება „ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოკიდებელი ხმების დასასჯელად“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)