თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე 30 წლის გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს 10:9 მოუგო.
გენო პეტრიაშვილი ახლა ყველა ოლიმპიური მედლის მფლობელია, მან პირველი ბრინჯაო 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე და პირველი ვერცხლი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიგო.
გენო პეტრიაშვილი 2005 წელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქართველი სპორტსმენია. გენო 11 წლის ასაკში უცნობმა პირებმა გაიტაცეს და 98 დღის განმავლობაში იგი ტყვეობაში იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პეტრიაშვილის გამარჯვებას ტვიტერზე გამოეხმაურა: „მისი გამარჯვება ქართული მედეგობის დასტური და საქართველოს მტკიცე დამოუკიდებლობის სიმბოლოა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/08/2024 – ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა
- 31/07/2024 – ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო მოიპოვა
- 31/07/2024 – საქართველომ პარიზში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)