ახალი ამბები
ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
30 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე +102 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ტალახაძემ ატაცში 215 კილოგრამი, ხოლო აკვრაში 255 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჯამში მან 470 კილოგრამი დააფიქსირა.
მან მეტოქე სომეხი ვარაზდატ ლალაიანი დაამარცხა, რომელმაც ვერცხლი მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო, ხოლო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქრო მოიპოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/08/2024 – ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა
- 31/07/2024 – ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო მოიპოვა
- 31/07/2024 – საქართველომ პარიზში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)