პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას ესწრება. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში იმართება, 70 უცხოური დელეგაცია ესწრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა მასუდ ფეზეშქიანს და მას პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეხვედრის საკითხებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
„ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონთან კავშირების გამყარება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი მე-14 მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“, იტყობინება ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო IRNA. ამავე ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება მომგებიანია არა მხოლოდ თეირანისა და თბილისისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის მზადყოფნას, საქართველოს მსგავსად, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. სააგენტოს ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ირანს აქვს მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული პოზიცია რეგიონში და მიესალმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროს“.
სააგენტოს ინფორმაციით, კობახიძემ აღნიშნა, რომ ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები პროგრესირებს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის კუთხით.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)