skip to content
ახალი ამბები

მარკ რუტე: ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება

მარკ რუტემ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და ნატოს მომავალმა გენერალურმა მდივანმა, 27 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის „ღელავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის გამო“ და მოუწოდა საქართველოს, დაბრუნდეს ევროკავშირის გზას.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს საკითხს განიხილავს და დასძინა: „მე ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია… მაგრამ სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. „რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ საქართველო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა რუტემ.

მან უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე და განაცხადა: „1 ოქტომბრამდე ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button