skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე აშშ-ის ქმედებებს მოელის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი მოელის, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით აშშ „ზომებს მიიღებს“.

საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კონგრესმენ ბილ ქითინგის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულებია „აგენტების“ შესახებ მიღებული კანონით, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგია. „ვფიქრობ, ის აშკარად ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, იაროს ევროკავშირისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა: „ჩვენ ძალიან ყურადღებით განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ველი, რომ ჩვენ მივიღებთ ზომებს, ევროკავშირი განიხილავს [კანონის] გავლენას საქართველოს გაწევრიანების პროცესზე; ასე რომ, მე ვიმედოვნებ, რომ ამ კანონის გავლენის გამო, გარკვეული შედეგები იქნება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button