ჩვენი ძმა, მამა ლენინი
რედაქციისგან: გაზეთი ქართული ქრონიკა, საქართველოში 1988 წლიდან გამოიცემოდა და წარმოადგენა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოს.
გაზეთი ქართული ქრონიკა, 1990 N7
ა.წ. აპრილის დასაწყისში, ზაჰესში აღებულ იქნა ლენინის ძეგლი.
მისი გადმოგდებისას იპოვეს ბოთლი, რომელიც ამ ძეგლის დამდგმელ მუშებს სპეციალურად ჩაეტანებითან ძეგლში. ბოთლში იდო წერილი.
ასლი მუზეომში ინახება. მისი ქსეროასლი კი “ქართული ქრონიკის” რედაქციაში მოგვიტანეს.
“ჩვენი სახელის განასახსნელებად ჩვენ ქვემოდ ჩამოთვლილი პირნი ვარ დამდგმელი ამა, ძეგლისა (ვლადიმერ ილიჩ ლენინისა) ხუდოჟნიკი ივანე შადრი, პროფესორი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ერნერი. დამდგმელი სლესარი ნიკოლოზ რეპირი და პარტნოი მიხეიჩი. ყველანის მოსულად არიან რუსეთიდან. ადგილობრივი მე აქვსენტი დავითის ძე ცხოვრებაძე. დაბადებული 1903, კომუნისტი 1922 წლიდან კომკავში 1920 წლიდან.
და ამა ნაწერის მნახველნო გთხოთ მოგვიგონოთ ჩვენ განსვენებულნი ვინაითგან ცოცხალი აღარ ვიქნები და როგორც რეპირი ამბობს ორასი წლის შემდეგ რემონტის გულისთვის მოხდება მოხსნა. ძეგლ მაგრად კი ვდგამთ თუ არავინ ჩამოაგდო ჩვენი ძმა, მამა ლენინი.
ლენინის დადგმას მოუნდით 2 თვე, ხელფასი დღიური მუშების ძალიან მცირე, რომელიც გამოთქვამენ დიდ უკამყოფილებას და თქვენს დროს იქნება ეს წყეული ფული აღარ იქვნას. ვაწერ ხელს აქვსენტი დავითის ძე ცხოვრებაძე გორის მაზრა, ხაშურის რაიონი სო:ბეკამი 1926 წელი, 15 დეკემბერი.
(ტექსტი დაცულია ხელნაწერის მიხედვით)”
წერილი მოგვაწოდა ზ.დვალმა 28 აპრილი 1990 წელს.