გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი”, 1990: სტუდენტებმა შიმშილობა გამოაცხადეს
რედაქციისგან: 1990 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“ სარედაქციო კოლეგიის ნაწილი გამოეყო. მათ დააარსეს კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც მალევე ჩადგა ეროვნული მოძრაობის რიგებში.
კონტექსტითვის: 1990 წლის ივნისში, საქართველოს კომუნისტური პარტია აღარ მართავდა საქართველოს – ის არჩევნებში დაამარცხა ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ (ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით). მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, ხოლო ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ არ იყო უზენაისი საბჭოს მდივნად არჩეული. მიუხედავად ყველაფერის, ამის პარალელურად, ქართულ ეროვნულ მოძრაობაში უკვე დაწყებული იყო შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, მათ შორის დავა იმაზე, თუ რამდენად სწორი იყო მრგვალი მაგიდის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სტუდენტები, ემიჯნებიან ქართული პოლიტიკური ელიტების შიდა დავას და ითხოვენ იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენა ჰქვია.
გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი N63
ამა წლის 31 მაისს უნივერსტიტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გამოაცხადა უვადო, არაპერმამენტული შიმშილობა უზენაისი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.
მოშიმშილეთა მხარდამჭერი საორგანიზაციო ჯგუფი მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, საქართველოს ყველა მცხოვრებს, რომ მხარი დაუჭიროთ სტუდენტთა მიერ წამოყენებულ აქციას.
ყოველდღიურად 19 საათზე, უნივერსტიტეტის ეზოში მოეწყობა მიტინგები. ყველას გთხოვთ მობრძანდეთ. აგრეთვე, გთხოვთ, აქციას გამოეხმაუროთ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.
ახლა დუმილი მოშიმშილეთა გაწირვის ტოლფასია.
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით
ფ.ჩიხრაძე
ბ.მამალაძე
ლ.თითმერია
გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი N64
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 31 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სტუდენტთა ხუთკაციანმა ჯგუფმა გამოაცხადა უვადო შიმშილობა საქართველოს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაუყონებლივ მოწვევის შესახებ, რათა გადაიდგას გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე. საქართველოს სახალხო ფრონტმა სრული სოლიდარობა გამოუცხადა მოშიმშილეებს.
უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს შიმშილობა. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად ამისა საქართველოს უზენაისი საბჭოს პრეზიდენტი არ იწვევს უზენაისი საბჭოს პრეზიდენტის რიგგარეშე საგანგებო სესიას აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სახალხო ფრონტი უერთდება აქციას და ანალოგიურად აცხადებს უვადო შიმშილობას ა.წ. 6 ივნისიდან.
თუ არ დაკმაყოფილდება მოშიმშილეთა მოთხოვნები, სახალხო ფრონტი ამას ჩათვლის საქართველოს მიმართ დაუფარავი მტრობის აქციად. თუ ხელისუფლების გულგრილობას ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობა შეეწირა და თუნდაც ერთი მათგანის სიცოცხლე აღმოჩნდა საფრთხეში, მაშინ სსფ მიმართავს მასობრივ გაფიცვებს და სხვა საპროტესტო აქციებს მთელ საქართველოში.
საგაფიცვო კომიტეტის სახელით:
ავთანდილ იმნაძე
დავით ხომასურიძე
გია მიქელაძე
გოგი პაპუნაშვილი
ზაზა დუმბაძე
დავით ტომარაძე
ნუკრი ჭეიშვილი