ახალი ამბები
2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა და 1.2 მილიონი ვიზიტორით მთლიანი რაოდენობის 23.2% შეადგინა. მეორე ადგილზე თურქეთია 21.4%-ით, ხოლო მესამეზე სომხეთი 13.5%-ით.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობამ 7.1 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 30.3%-იანი ზრდაა. შემოსვლების უდიდესი ნაწილი (54%) განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
„საქსტატის“ ცნობით, 2023 წელს ვიზიტების უმეტესობის (52.3%) მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/11/2023 – მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა
- 23/10/2023 – იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა
- 17/07/2023 – 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს 2.86 მლნ საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)