ახალი ამბები

იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ იანვარ-სექტემბერში საქართველოს 5.57 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9%-იანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდამ 43% შეადგინა.

2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით  2.7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2%-იანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.

ამასთან, ცხრა თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3.6 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6%-იანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა 35.2%-ია. 

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში  საქართველოში 1.7 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც   2019 წლის მონაცემის 92.6%-იანი აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 15.4%-ია.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button