skip to content
ახალი ამბები

კრემლი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ემხრობა

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს, რომ მის შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნები ერეოდნენ. ეს ნორმალური პოლიტიკაა“, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ 4 აპრილს.

„ჩვენ ვხედავთ ამ გეგმების მიმართ საკმაოდ მძაფრ და მკვეთრ რეაქციას ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ ალბათ უფრო აქტიურად უნდა აუხსნან მათ [იმ მცდელობის] აბსურდულობა, რომ ეს რუსულ პროექტად ჩათვალონ“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიგონა, ამერიკის შეერთებული შტატებია“. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ასეთი კანონების მიღება „მსოფლიო პრაქტიკაა“ და „თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის მათ, ვინც უცხოური სახელმწიფოების აგენტები არიან, უცხოური სახელმწიფოებიდან იღებენ ფულს ან მათი გავლენის ქვეშ იმყოფებიან“.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესშია, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი სიტუაცია იყოს“, – დასძინა პესკოვმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button