skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა იმედა ნიკურაძის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტში 22 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე 89 ხმით „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ახალი წევრის, იმედა ნიკურაძის უფლებამოსილება ცნო.

იმედა ნიკურაძემ მიხეილ სარჯველაძე ჩაანაცვლა, რომელიც ცოტა ხნის წინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრად დაინიშნა. 19 მარტს პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი უყარა.

დეპუტატი იმედა ნიკურაძე მანამდე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა რეაბილიტირებული ტერიტორიების მართვისა და განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, 2012 წლიდან 2016 წლამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანია შპს „ელიტა ბურჯში“ მუშაობდა. კომპანია „ელიტა ბურჯს“ ამჟამად სრულად ფლობს ივანიშვილის მიერ დაარსებული ფონდი „ქართუ“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button