ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16 თებერვალს ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში თავის უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა, სადაც მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც, მათი თქმით, „საკმაოდ დინამიურად ვითარდება, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ დარგობრივი და სექტორული მიმართულებით“. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა აღინიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად რჩება და მზად არის ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს. შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობას დაკავშირებადობის შემდგომი განვითარების კუთხით, „აღინიშნა ორი ქვეყნის მონაწილეობით მწვანე ენერგიის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ახლო მომავალში შევა ძალაში“.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. გაცვალეს მოსაზრებები უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტების დღის წესრიგზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/02/2024 – ილია დარჩიაშვილი თურქეთს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)