ახალი ამბები

კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები უნგრეთს ესტუმრნენ

„ქართული ოცნების“ სამთავრობო დელეგაცია 11 და 12 ივნისს უნგრეთს ეწვია. დელეგაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა მინისტრები უნგრეთის რამდენიმე მაღალჩინოსანს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-უნგრეთის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა.

2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორბანსა და კობახიძეს შორის უკვე მეშვიდე შეხვედრა გაიმართა. ვიზიტამდე სულ რაღაც ორი კვირის წინ, ისინი ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდნენ, სადაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დასავლელ ლიდერებს შორის, რომლებიც აღიარებენ და თანამშრომლობენ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, მაშინ როდესაც სხვა პარტნიორები მის იზოლაციას აგრძელებენ და ამის მიზეზად სადავო არჩევნებს, ევროპული გზიდან ჩამოშორებას, საპროტესტო აქციების დარბევებსა და რეპრესიებს ასახელებენ.

This post is also available in: English

Back to top button