skip to content
ახალი ამბები

გეგმური და გადაუდებელი ონკოლოგიური ოპერაციები ყველა პაციენტს დაუფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ონკოლოგიური ოპერაციები ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.  

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

მიმდინარე წლის აგვისტოში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტისთვის ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები დაეფინანსებინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button