გია ვოლსკი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე „მტრულადაა“ განწყობილი საქართველოს მიმართ
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ობრაიენის მიერ 25 ოქტომბერს სენატში, შავი ზღვაზე გამართული მოსმენის დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევცროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ „საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას“.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან იგი კარგს არაფერს ელოდა, რადგან მისი „განცხადებები საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო“.
ვოლსკის თქმით, ობრაიენი მუშაობს ანდრიი ერმაკთან [უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან], „რომელსაც თავად უკრაინელები რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებენ“.
მან ასევე განაცხადა, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ობრაიენის და მისი მსგავსი ადამიანების ინტერესებს არ შეესაბამება.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/10/2023 – სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა შავ ზღვაზე მოსმენა გამართა და საქართველოზე იმსჯელა
- 27/07/2023 – ჯიმ ობრაიენი: გვინდა დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ თვითმფრინავებში რუსეთში დაბრუნებისას
- 28/04/2023 – ჯინ შაჰინი: საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის
- 17/11/2022 – აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)