skip to content
ახალი ამბები

სერგეი შამბა: „აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია“

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანმა“,  სერგეი შამბამ 18 ოქტომბერს გამართული მრგვალი მაგიდის დროს სახელწოდებით „აფხაზეთისა და რუსეთის კულტურული და სოციალური სივრცე” განაცხადა, რომ აფხაზეთი „რუსული სამყაროს ნაწილია“. ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

შამბამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ძლიერი კავშირი არსებობს და აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლისა, მათ შორის გრძნობები შენარჩუნებულია. „აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროზეა მომართული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამის [რუსული სამყაროს] ნაწილი“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება რუსული ენის როლს აფხაზეთის რეგიონში, შამბამ ხაზი გაუსვა მის წვლილს აფხაზეთის მიერ მსოფლიო კულტურის გაცნობის საქმეში. მან განაცხადა: „უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა ბევრი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული ასპექტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. რა თქმა უნდა, დიდმა რუსულმა კულტურამ დიდწილად გავლენა მოახდინა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსეთის შემოქმედებითი ინტელიგენციის – მწერლების, მხატვრების და სხვების ყურადღებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button