ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საიმპიჩმენტო სხდომის დროს შეზღუდულ დასწრებას აპროტესტებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ და ვიზიტორებს, მედიის წარმომადგენლების გარდა,  ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.  

12 სექტემბერს 80-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საჩივარი შეიტანა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button