skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის დისტანციურმა გამოჩენამ სასამართლო პროცესზე საერთაშორისო პარტნიორებში შეშფოთება გამოიწვია

მიხეილ სააკაშვილის 3 ივლისის სასამართლო პროცესზე დისტანციურმა გამოჩენამ, შეშფოთება გამოიწვია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში, რასაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და რამდენიმე ევროპარლამენტის გამოხმაურება მოჰყვა. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა და ღრმა შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების გამო, რაზეც მიუთითებდა სასამართლოზე გადაღებული კადრები. პრეზიდენტმა სანდუმ საქართველოს ხელისუფლებას გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, ასევე, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს სააკაშვილის კარგად ყოფნას და მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტარმა პეტრას ავსტრევიჩიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში უარი უთხრეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და დასძინა: „საქართველო კარგავს თავის პატრიოტებს და ოცნებას“.

ევროპარლამენტარი ვლად გეორგი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს პატიმართა ძირითადი უფლებების პატივისცემის გარეშე და რომ სააკაშვილი იმსახურებს “სამართლიან მოპყრობას და არა საბჭოთა სტილის პატიმრობას!”

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გადაღებული სურათები ტვიტერზე ატვირთა , იმის საილუსტრაციოდ თუ რას ნიშნავს წამების წინააღმდეგ კონვენციის თანახმად “წამება”.

იმავდროულად, დღეს პრესასთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობას გამოეხმაურა და მას „რეზექციის რეკლამა“ უწოდა: „ერთი, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის და მეორე, ჩვენ ვამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ მასთან შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?“. კობახიძის თქმით, 600 დღე საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა და დასძინა: „ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button