ნაციონალური მოძრაობის წევრებს საგარეჯოში ქართული ოცნების მხარდამჭერები დაესხნენ
საგარეჯოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრებსა და პენსიონერებს ხვდებოდა, როცა პარტიის ცნობით, მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს, სიტყვიერად შეურაცხყვეს და ქვებსაც ესროდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ჟურნალისტებს.
„მთავარი არხის“ ცნობით, რომ თავდამსხმელთა ნაწილი ადგილობრივი საჯარო მოხელეა, მათ შორის ჟურნალისტება დალანდეს საკრებულოს წევრები და საგარეჯოს მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
ხაბეიშვილმა თქვა, რომ თავდამსხმელები იყვნენ სუსის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, „ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის გაგრძელებები“, და „პუტნისტი კგბ-ს აგენტები“.
ბოლო ხანებში, მმარტველი პარტიისა და მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები გახშირდა, ხოლო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატებიც, სულ უფრო ხშირად იმუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/07/2023 – კასპში მმართველი პარტიის აქტივისტები ოპოზიციის ლიდერს და ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- 28/06/2023 – მმართველი პარტია ოპონენტებზე ძალადობრივ თავდასხმებს ამართლებს
This post is also available in: English (ინგლისური)