ახალი ამბები

PHR: სასამართლომ დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროვება

4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა ნიკაჭაძემ ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დამნაშავედ სცნო ქალთა საფეხბურთო კლუბის „მართვეს“ მწვრთნელი, პაატა დოგრაშვილი.

როგორც სასამართლოში ქალი ფეხბურთელების ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იტყობინება, დოგრაშვილს ბრალი წაეყენა 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროვებისთვის.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, ვინაიდან „ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button