ახალი ამბები

ეუთო მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

4 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის 30-ე წლიურ სხდომაზე მიიღო ვანკუვერის დეკლარაცია, რომელიც „მოუწოდებს რუსეთს სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანისკენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად“. დეკლარაციაში ხაზგასმულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დეკლარაცია ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო და გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციით გამოწვეული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესებას. დეკლარაციაში ხაზგასმულია ძირითადი თავისუფლებების დარღვევის შემთხვევები, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ან შეცვლა რუსეთის ფედერაციის ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის შედეგად.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა . დეკლარაცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ყველა მხარის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას და 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების მნიშვნელობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button