skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს თქმით, ერთ-ერთ საგუშაგოზე სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 8 ივნისს განაცხადა, რომ ერთ-ერთ საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურე, იუსიფ ნასიბოვი.

უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნასიბოვს საგუშაგოზე სადღეღამისო განაწესში ყოფნისას, თან საშტატო იარაღი ჰქონდა. სამინისტროსვე თქმით, საგუშაგო მას შემდეგ შეამოწმეს, რაც გასროლის ხმა გაიგეს. „პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ეს ბოლო 2 თვეში თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. 28 აპრილს უწყებამ განაცხადა, რომ მის კუთვნილ ერთ-ერთ ობიექტზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, 45 წლის მამუკა მელაძე გარდაცვლილი იპოვეს. თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვალების მიზეზად მაშინაც თვითმკვლელობა დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button