skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივნისს თბილისში ვიზიტად მყოფ თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაევს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებულ „მჭიდრო თანამშრომლობაზე“ ისაუბრა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოტენციალზეც გაამახვილეს ყურადღება და იმსჯელეს თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად.

მათვე საქართველო-თურქმენეთს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებულ „მნიშვნელოვან პარტნიორობას“ გაუსვეს ხაზი. „განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button