skip to content
ახალი ამბები

ინალ არძინბა მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ ფაშინიანის განცხადებით შეშფოთებულია

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ შეშფოთება გამოხატა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების გამო, სადაც მან სომხეთის მზადყოფნა გამოხატა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს.

მისი თქმით, ბევრმა სომხეთში ასეთი განცხადება ნეგატიურად მიიღო. „ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი ასეთ განცხადებას გააკეთებდა. ჯერ კიდევ 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია იმ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტის, ან შიდა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული. ფაშინიანის განცხადება ამ დადგენილებას ეწინააღმდეგება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა“.

არძინბამ გეოპოლიტიკურ დინამიკას და ფაშინიანის განცხადების შესაძლო შედეგებსაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ხისტ გეოპოლიტიკის ეპოქაში. ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგია… იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედეგები შეიძლება ტრაგიკული იყოს. ის, რაც მთიან ყარაბაღს შეემთხვა, ტრაგედიაა, თუ გავიხსენებთ რამდენი ადამიანი დაიღუპა და რა შედეგები გამოიწვია ამან“.

პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც მიიღებს უსაფრთხოებისა და მისი ხალხის უფლებების დაცვის გარანტიებს. ამ განცხადებამ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button