ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 3 მაისს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს სტუმრობენ. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიისა და საქართველოს ხანგრძლივ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშიის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებაზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს სთხოვა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის გზაზე.

ამავე ინფორმაციით, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო ცხოვრებით. თავის მხრივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

​შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button