ახალი ამბები
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი, ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერია დაიღუპა.
საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და სამშობლოში მის გადმოსასვენებლად ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება.
არაოფიციალური გამოთვლით, ხოფერიას ჩათვლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, ჯამში საქართველოს 21 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/11/2022 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)