ახალი ამბები

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ბელგიაში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 იანვარს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე, ტრანსგენდერი ქალი, ლიზა ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გარდაცვლილი იპოვეს. სამინისტროსვე ცნობით, ბელგიაში საქართველოს საკონსულო „მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან“.

ლიზა ქისტაურმა, რომელიც ქართულ მედია და ინტერნეტსივრცეში წლების განმავლობაში პოპულარული სახე იყო, გენდერული იდენტობის შესახებ ღიად 2018 წელს განაცხადა. იგი ბელგიაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებგვერდი ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ანტვერპენის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი გასულ ორშაბათს იპოვეს, რის შემდეგაც საქმეზე გამოძიება „დაუყოვნებლივ დაიწყო“.

ლიზა ქისტაურის გარდაცვალებაზე ცნობები ქართულ მედიაში ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებამდე რანდემნიმე დღით ადრე გავრცელდა. თავდაპირველდ, ამბავს გარდაცვლილის ოჯახი და ახლობლები არ ადასტურებდნენ, რასაც ეთიკური მედიის შესახებ პროფესიული დისკუსია მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button