საქსტატი: იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 32.2%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 32.2%-ით გაიზარდა და 17.02 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
საანგარიშო პერიოდში, 31.8%-ით – 5.04 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 32.4%-ით – 11.98 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6.9 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო თურქეთი – 2.6 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 2.2 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.7 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; აშშ – 1.1 მლრდ აშშ დოლარით.
ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – 660.7 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 597.9 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 595.5 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 495.6 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 409.9 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და გერმანია – 2.1 მლრდ აშშ დოლარით; 1.6 მლრდ აშშ დოლარით; 1 მლრდ აშშ დოლარით; 821 მლნ აშშ დოლარით და 574.4 მლნ აშშ დოლარით.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 932.9 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან მსუბუქი ავტომობილები – 732.8 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 454.8 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 249.1 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 232.6 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 134.2 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 104.6 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 98.2 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 89.8 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 84.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.9 მლრდ აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 1.4 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 725.4 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 373.6 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 360.7 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 262.5 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 159.9 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 110.7 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 107.3 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 91.9 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 7.2 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/11/2022 – საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა
- 14/11/2022 – იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)