skip to content
ახალი ამბები

თბილისი „მკაცრად გმობს“ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის სოხუმში ჩასვლას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ „მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში“.

უწყების თქმით, აღნიშნული მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებაა.

სამინისტროს განცხადებით, ვიაჩესლავ ვოლოდინის სოხუმში ჩასვლა აგრეთვე არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, არის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგი ფაქტი.


რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი სოხუმს 1 დეკემბერს ესტუმრა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას, ასევე „საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს“, ლაშა აშუბას შეხვდა, რომელთანაც ხელი მოაწერა საპარლამენტთაშორისო შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების სისტემატიზების თაობაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button