ახალი ამბები
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.
მედიის ცნობით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილია.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და „მიმდინარეობს საჭირო პროცედურები“.
არაოფიციალური გამოთვლით, სახელაშვილის ჩათვლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, ჯამში საქართველოს 20 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 22/10/2022 – უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 10/10/2022 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 27/08/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 18/08/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 11/07/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 20/06/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 08/06/2022 – უკრაინში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)