ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პორტუგალიას სტუმრობს

საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პორტუგალიას სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა  პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ავგუსტუ სანტუშ სილვას და ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლუის კაპულას სანტოსს.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა

საქართველოს პარლმანეტის ინფორმაციით, პორუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს სექტორული კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე.

შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.

ამ კონტექსტში, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიულ პოლიტიკასა და ოკუპირებულ რეგიონებზე გაამახვილეს ყურადღება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცვალა ინფორმაცია როგორც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე კავკასიაში არსებულ ვითარებაზე”, – დაწერა თავის მხრივ Twitter-ზე ავგუსტუ სანტუშ სილვამ.

„ორივე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციაში შედიოდნენ მეგობრობის ჯგუფებისა და მუდმივი კომიტეტების წევრები და არსებობს ყველა პირობა ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – დასძინა მან.

ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა

ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში და მისი გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, აგრეთვე, განვითარებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button