skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით მადრიდში იმყოფება, ესპანეთის სენატის პრეზიდენტს, ანდერ ხილს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის 22 ნოემბრის პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პაპუაშვილმა კოლეგას ევროკავშირისა და ნატოს წევრობის კუთხით საქართველოს პროგრესზე მიაწოდა ინფორმაცია.

თავის მხრივ, ანდერ ხილმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ „ესპანეთსა და საქართველოს საუკეთესო ორმხრივი თანამშრმლობა აქვთ განახლებული ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებში“. „ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის ხელშეწყობას“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button