ქვეყნის პირველი პირები სტამბოლის აფეთქების გამო სამძიმარს გამოთქვამენ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამძიმარი გამოთქვეს 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ აფეთქებაში ქურთი მებრძოლები დაადანაშაულა. ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თავდასხმის ბრძანება სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ქობანიდან გაიცა, სადაც თურქეთს სირიელ ქურთ მებრძოლებთან ბოლო დროს დაპირისპირება აქვს. ინციდენტთან დაკავშირებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის, ის, რომელმაც ასაფეთქებელი დაამონტაჟა. ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ „შეძრულია“ მომხდარის გამო. „სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს. ჩემი უდიდესი თანაგრძნობა პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს,“ – აღნიშნა მან.
I am horrified by the explosion in Istanbul. My condolences to the families of the victims and my deepest sympathies to President @RTErdogan and the people of Türkiye.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 13, 2022
„სტამბოლის აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ თურქ ხალხს, პრეზიდენტ ერდოღანს და მსხვერპლთა ოჯახებს. ყველა დაშავებულს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – დაწერა ასევე Twitter-ზე პრემიერმა ღარიბაშვილმა.
On behalf of the Government & people of ??, I convey our deepest condolences over Istanbul explosion to the people of Turkey, President @RTErdogan himself and the families of the victims. We wish speedy recovery to all injured and pray for ??.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 13, 2022
აფეთქების შედეგად დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმაც. „მივმართავ ჩვენს მეგობრებს თურქეთში – საქართველო თქვენს გვერდით დგას და იზიარებს თქვენს მწუხარებას“, – დაწერა მან Twitter-ზე.
Devastating news coming from #Istanbul. My deepest sympathy goes out to the families and friends of the victims of the horrific explosion. I wish a speedy recovery to all the injured. To our friends in Türkiye, ?? stands with you and shares in your grief. @MevlutCavusoglu
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) November 13, 2022
„ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა მეგობრებს და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ რთულ დროს, ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით თქვენს გვერდით ვართ“, – დაწერა აგრეთვე Twitter-ზე პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
My heartfelt condolences to the Turkish people for the tragedy in #Istanbul. Our deepest sympathies to friends & families of the victims. We wish a quick recovery to all injured. Our thoughts & prayers are with you during this difficult time. @MustafaSentop
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) November 14, 2022
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)