skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ გასულ უქმეებზე უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.

მედიის ცნობით, 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძე 25-ე ბრიგადის წევრი იყო, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან იბრძოდა.

საგარეო უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და დაღუპულის სამშობლოში გადმოსასვენებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარებს.

არაოფიციალური გამოთვლით, გაგნიძის ჩათლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, ჯამში საქართველოს 19 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button