ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.
დაღუპულის დის, ბელა ჯოხაძის ინფორმაციით, მისი ძმა ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, „მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო“ 12 აგვისტოს გარდაიცვალა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის“, – წერს ბელა ჯოხაძე Facebook-ზე.
მისივე ცნობით, დაღუპულს საქართველოში 19 აგვისტოს, დილით ჩამოასვენებენ და ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- უკრაინში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)