უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ 21 ოქტომბერს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მოხალისე მებრძოლი, მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპნენ.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და დაღუპულთა სამშობლოში გადმოსასვენებლად საჭირო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ყაფლანიშვილი ლუგანსკის რეგიონში ბრძოლებს შეეწირა, ალექსანდრე მარტიაშვილი კი – ხერსონის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა.
არაოფიციალური გამოთვლით, ყაფლანიშვილის და მარტიაშვილის ჩათლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 18 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/10/2022 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 27/08/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 18/08/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 11/07/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 20/06/2022 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 08/06/2022 – უკრაინში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)