ახალი ამბები

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ სააგენტოს ახალ თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა.

დავით დევიძემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე შეცვალა, რომელსაც თანამდებობა 2021 წლის ნოემბრიდან ეკავა. 2021 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში კი – იგი სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს საქმიანობას თორთლაძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 36 წლის დავით დევიძე, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრია, 2009 წლიდან ამავე უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ყველაზე ბოლოს, 2021 წლის დეკემბრიდან იგი სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. უფრო ადრე, 2016-2021 წლებში, მას სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button